„როიტერის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ ,რომ ავადმყოფობის გამო ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში ვიზიტი გადადო კიდევ ერთხელ გააჩინა მითქმა-მოთქმა სოციალურ მედიასა და ბლოგერებში იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობა სერიოზულად შერყეულია. კვლავ გაჩნდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პუტინს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს . სოციალურ ქსელებში პუტინის ერდოღანთან 2012 წლის ვიზიტი გაიხსენეს, როდესაც მას სავარძელში დაჯდომა გაუჭირდა. მაშინ ისიც ითქვა , რომ პუტინს ტკივილები ზურგის არეში აქვს.
ამავე პერიოდში „როიტერმა“ რუსეთის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროზე დაყრდმობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი ორთოედიული კორსეტით გადაადგილდებოდა. ყაზახეთში გადადებული ვიზიტის გამო დღეს 2012 წელს კრემლში ჩატარებული დაჯილდოვების ცერემონიაც გაიხსენეს, რა დროსაც პუტინი ხელით ტრიბუნას დაეყრდნო და დიდი ხანი ამ ტრიბუნას არ მოშორდა. მაშინ გაჩნდა მოსაზრება , რომ პუტინს დიდხანს ფეხზე დგომა არ შეუძლია და მას ხერხემლის პრობლემები აქვს. ამავე პერიოდში პუტინმა საზღვარგარეთ რამდენიმე ვიზიტიც გადადო.აღსანიშნავია ის გარემოება , რომ წინა წლებისგან განსხვავებით, პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. შეკითხვაზე თუ საიდან აქვს „ როიტერს“ ეს ინფორმაცია, პესკოვმა რუსი ჟურნალისტები კვლავ „როიტერთან“ გადაამისამართა. ყაზახეთში გადადებულ ვიზიტს კი მხარეების ერთობლივი შეთანხმება უწოდა.
372
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85