სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება.
როგორც ლევან შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ჩვენ ახლა ვთვლით მენეჯმენტს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ რამოდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მიდის შეჯერება, რა პირობით ჩამოვლენ. იმედი მაქვს, სადღაც ივნის-ივლისის თვეში ერთ-ერთ ფესტივალს ჩავატარებთ", - განაცხადა შონიამ
კონკრეტულად რა ფესტივალზეა საუბარი, შონიამ აღნიშნა, რომ ამას სიურპრიზად დატოვებს. "ყველა ერთად გაიგებთ ვინ იქნება ეს და რა ფესტივალი ჩატარდება", - განაცხადა შონიამ და დასძინა, რომ ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება.