გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონებში არსებული პრობლემები გამოსწორებას ექვემდებარება

გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონებში არსებული პრობლემები გამოსწორებას ექვემდებარება

რეგიონებში არსებული პრობლემები გამოსწორებას ექვემდებარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონების ხელმძღვანელებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ პრობლემებს, კვირიკაშვილის განმარტებით, კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა რეგიონში არადამაკმაყოფილებელია.

"პრემიერის ინიციატივით რეგიონების ხელმძღვანელებთან ძალიან სასარგებლო შეხვედრა გაიმართა. ბევრი პრობლემა გამოიკვეთა და ვფიქრობ, რომ შეკრება დროული იყო. პრობლემები, რა თქმა უნდა არის, კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა რეგიონში არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა პრობლემა გამოსწორებას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ შედგა ეს შეხვედრა. კონკრეტულ მიზეზებზე გაიმართა საუბარი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ასევე არსებობს სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოსასწორებელია.