ქვეყნის სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენისთვის შერჩეული იქნება მაქსიმალურად ეფექტური გზა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მიისვე განმარტებით, შესაბამის გეგმაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია.
"პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება ეკონომიკიური ბლოკის მიერ ინფორმირებული იყოს მიმდინარე საკითხებსა და სამოქმედო გეგმაზე, რაც, პრაქტიკულად, ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება იმას, რა ფორმით მოხდება წარდგენა - საკომიტეტო თუ რიგგარეშე სხდომაზე, ეს ჩემი მხრიდან რთული შესაფასებელია. არჩეული იქნება ის გზა, რომელიც მაქსიმალურდ ეფექტური იქნება ამ გზავნილების მისაწოდებლად", - აღნიშნა სერგეენკომ