რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით, პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს, რა პრობლემები აქვთ და რაში სჭირდებათ მთავრობის დახმარება . ამის შესახებ დავით ჯიქიამ გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ზოგადად გამოთქმეული იყო საკითხები. რაღაც შენიშვნებიც არსებობდა, ზოგადად პრობლემებზეც ვისაუბრეთ, რა პრობლემები გვაქვს თვითმმართველობებს, ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს და რაში გვჭირდება მთავრობის დახმარება. საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლისმომცველი შეხვედრა იყო. გარკვეული დავალებებიც არის გამგებლების და მერების მიმართ. პროცესები გაგრძელდება ჩვეულებრივად", -განაცხადა დავით ჯიქიამ.
რაც შეეხება ტენდერებს, ჯიქიას თქმით, ტენდერების ნაწილი ადრეც იყო გამოცხადებული, თუმცა სხვა დანარჩენი გუშინ გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, ტენდერებში გამარჯვებულები 17 მარტს გამოცხადდება და დაიდება ხელშეკრულებები.
კითხვაზე, წელს რა მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება რუსთავში, ჯიქიამ განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან არის 8,5 ლარი გამოყოფილი, შარშან სტიქიებზე მოთხოვნილი 2 მილიონი წელს ერიცხებათ და ჯამში ეს თანხა 10,5 მილიონ ლარს შეადგენს.