ყველანი უნდა ვეცადოთ დავაცხროთ ვნებები იქ, სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება

ყველანი უნდა ვეცადოთ დავაცხროთ ვნებები იქ, სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება

ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ დავაცხროთ ვნებები იქ, სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

კვირიკაშვილი დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას, რომ მთავარი პრობლემა ჭორაობაა და აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილის გამოთქმა "გონებამახვილურია".

"ძალიან ლაკონური და გონებამახვილური გამოთქვაა და მომსწონს დავით უსუფაშვილის ეს გამონათქვამი. რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის აჟიოტაჟის ხელოვნურად გამოწვევა. ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავაცხროთ ვნებები იქ, სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება, ვინაიდან ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.