ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობის გაყიდვას , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება. კომენტარი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა გააკეთა. რატიანი აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი ნებისმიერი შესაძლო ინვესტორისათვის, რომ შესაძლებელია, მთავრობის ცვლილებასთან ერთად შეიცვალოს საინვესტიციო პირობები.
"მთავრობამ, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრა თუ არა ის, რომ გაეყიდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ერთი , რომ ვეღარ არშენდება ცალკე ამერიკული უნივერსიტეტი, რაც არის გზავნილი ნებისმიერი შესაძლო ინვესტორისათვის, რომ შესაძლებელია მთავრობის ცვლილებასთან ერთად შეიცვალოს და გადაიხედოს თანხმობა ინვესტიციაზე,"-განაცხადა სერგო რატიანმა.