„ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების წევრებმა დაიწყონ დიალოგი ხალხთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან.
„პანიკას თესავს არა ამ საკითხის საჯარო განხილვა, არამედ ის, რომ სამთვიანი სავალუტო კრიზისის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელაც ვერ მოისმინა მთავრობისგან, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და დღემდე არავინ იცის, არსებობს თუ არა რაიმე გეგმა ამ პრობლემის გადასალახად. პანიკას თესავს არა განხილვა და მსჯელობა, არამედ დამალვა, გაქცევა და საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა. ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანაში ვითარება გამოსწორდეს, დაიწყოს დიალოგი ხალხთან, პარლამენტთან და მობრძანდეს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე, ჩვენ შეხვედრისთვის მზად ვართ",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.