საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის  მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მეთიუ მიურეის შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს  შორის არსებულ თანამშრომლობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა  გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას  ასევე ისაუბარეს  საქართველოს როლზე, ევროპასა და აზიას შორის ენერგო უსაფრთხოების სფეროში.

„ ამერკასთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2014 წელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების წელი იყო,  მნიშვნელოვანია აშშ-ის დახმარება სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით, კერძოდ წარმოების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა აშშ-სთან. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა DCFTA-ის გაფორმების შემდეგ,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.