რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის "თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმება, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი, გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის შესახებ რუსული გამოცემა "ვზგლიადი" იტყობინება.
"ეს არის კრემლის გადაწყვეტილები, რაც მოულოდნელი და სკანდალური აღმოჩნდა ყველასთვის, მათ შორის მოსკოვში ჩასული ცხინვალის დელეგაციისთვისაც" - წერს "ვზგლიადი".
დოკუმენტის ხელმოწერის გადადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერ რუსული მხარე არ აკეთებს.
"ვზგლიადის" ცნობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტასოევიც ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.