ხარკოვთან რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

ხარკოვთან რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ხარკოვთან ახლოს რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ბიბისი" უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

აფეთქება ლისიჩანსკ-ხარკოვის რკინიგზის ხაზზე მოხდა. ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხარკოვის ოლქში არაერთი აფეთქება განხორციელდა. ბოლო შემთხვევა 6 მარტს მოხდა, როდესაც ბატალიონ "სლობოჟანშინას" ლიდერის, ანდრეი იაგოლენკოს ავტომობილი ააფეთქეს.