ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა შესაძლოა, ევროპაში ახალი ომის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ლიტვის სეიმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიტაუტას ლანდსბერგისმა სააგენტო "ფრანს-პრესთან" ინტერვიუში განაცხადა.
ლიტველმა პოლიტიკოსმა ბორის ელცინის პერიოდის რუსეთიც გაიხსენა. "მაშინ უნიკალური ერა იყო. რუსეთს არ სურდა ყოფილიყო აგრესიული იმპერია. ის ჩვენს თავისუფლებას პატივისცემით მოეკიდა", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მისივე თქმით, დემოკრატიულ მსოფლიოს ჯერ არ გაუაზრებია თუ რა ცვლილებები მოხდა პუტინის 15-წლიანი პრეზიდენტობის შედეგად. "2000 წლის შემდეგ ისტორიამ ახალი ერა უნდა აღიაროს სახელწოდებით "პუტინის ომები". ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა ლიტვის სეიმის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე არაერთხელ უარყო დასავლეთის ბრალდებები "იმპერიული ამბიციების" შესახებ.