არ არის გამორიცხული, ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ სასამართლომ განაჩენი დღეს გამოიტანოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლევან ჩაჩუას ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ განუცხადა.
სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე განახლდება.
სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპზეა. დღეს პროკურატურამ რეპლიკა უნდა თქვას, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის.
ლევან ჩაჩუას ბრალად წარდგენილი აქვს სამსახურებრივი გულგრილობა, რაც ბრალდების მტკიცებით აისახა იმაში, რომ გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ცხედარზე დაზიანებები ექსპერტიზის ჩატარების დროს დასკვნაში არაჯეროვნად აისახა.
ჩაჩუა ბრალს არ აღიარებს. ექსპერტი რამდენიმე თვე პატიმრობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.