შტაინმაიერი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარებამდე ჯერ შორია

შტაინმაიერი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარებამდე ჯერ შორია

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი შორს არის დარეგულირებისგან. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბულგართში ვიზიტისას განაცხადა.

"გზა, რომლითაც მივდიოდით და კვლავაც მივდივართ, პირველი ნაბიჯია ვითარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორია", - აღნიშნა მინისტრმა.
შტაინმაიერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა საჭიროებს ფინანსურ დახმარებას ევროკავშირის მხრიდან იმ მძიმე ეკონომიკური ვითარებისთვის, რომელიც ქვეყანაშია.