რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობას აჩერებს

რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობას აჩერებს

11 მარტიდან რუსეთი აჩერებს თავის მონაწილეობას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობაში. 

"რუსეთის მხარე მრავალი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, იყო შეთანხმების ადაპტაციაზე მოლაპარაკებების ინიციატორი", - განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ამ მოლაპარაკებებში ანტონ მაზურმა.

მისი თქმით, ნატოს ქვეყნებმა, სამწუხაროდ, არჩიეს, გაფართოების ხარჯზე, შეთანხმების დებულებებისთვის გვერდი აევლოთ; ამავდროულად გამოგონილი მიზეზებით ხელს უშლიდნენ ადაპტაციის შესახებ ამ შეთანხმების ძალაში შესვლას. მაზურის თქმით, ამ და სხვა მიზეზის გამო, რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა შეწყვიტოს. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი უარს ამბობს დიალოგზე ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ დიალოგზე, თუკი ამ დიალოგისთვის რუსეთის პარტნიორები მომწიფდებიან.