გოგი თოფაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობით

გოგი თოფაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობით "ძალიან კმაყოფილია"

უმრავლესობის წარმომადგენელი გოგი თოფაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობით "ძალიან კმაყოფილია". 

როგორც თოფაძემ "პალიტრატვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ხელისუფლების მთავარი მინუსი ისაა, რომ ვერ გააპიარა ის, რაც საქართველოში გაკეთდა.

"კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც საქართველოში გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენი მინუსი ისაა, რომ ვერ გავაპიარეთ ის, რაც გავაკეთეთ. მე უამრავი ახალი წარმოება ვნახე საქართველოში, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, კომპიუტერიზებული თავიდან ბოლომდე - ღვინის ქარხნები ვნახე, ძალიან ბევრი კარგი სასტუმრო ვნახე. ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ეკონომიკის აღორძინება 2 წელიწადში მოხდა", - აღნიშნა თოფაძემ.