პეტრო პოროშენკომ რადას უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროების დაშვების ინიციატივით მიმართა

პეტრო პოროშენკომ რადას უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროების დაშვების ინიციატივით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას შესთავაზა, 2015 წელს უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროების შესვლა დაუშვას მრავალეროვანი წვრთნების ჩასატარებლად.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი რადაში უკვე დარეგისტრირებულია. მასში საუბარია იმ წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-სა და პოლონეთთან ერთად უკრაინაში გაიმართება. საუბარია 11 წვრთნის ჩატარებაზე, რომელთაგან 4 უკრაინის ტერიტორიაზე გაიმართება.

უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერის, ვლადისლავ სელეზნიოვის ინფორმაციით, ამერიკულ-უკრაინული წვრთნები "სი-ბრიზი 2015" შავი ზღვის აკვატორიაში, პოლიგონებზე, აეროდრომებსა და პორტებში 25 დღის განმავლობაში გაიმართება. მასში 2500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამდენივედღიანი კიდევ ერთი ამერიკულ-უკრაინული წვრთნა ლვოვის ოლქში გაიმართება.