ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარების დარეგულირების საკითხზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში უკვე მსჯელობენ

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარების დარეგულირების საკითხზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში უკვე მსჯელობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გოგი თოფაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე პრეზიდენტთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნებოდა.

როგორც თოფაძემ განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების დარეგულირების საკითხზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში უკვე მსჯელობენ.

"ამ ძალიან მტკივნეულ თემას ეს შეხვედრა არაფერს უშველიდა. არც პრეზიდენტს აქვს ბერკეტები, რომ ამ თემას უახლოეს ხანებში ეშველოს. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების დროს, გარკვეული ნაბიჯები გამოჩნდა. ეს ხანგრძლივი პროცესია და სხვათაშორის, ეს განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში", - განაცხადა გოგი თოფაძემ უმრავლესობის და პრეზიდენტის შეხვედრის ჩაშლის კომენტირებისას.