გერმანიის ელჩის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ უკრაინას ამერიკული შეიარაღება არ მიეწოდება.
ვაშინგტონში გერმანიის ელჩის პეტერ ვიტიხის განცხადებით, შეხვედრაზე ობამა და მერკელი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.
ცნობილია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს დავალებით ამერიკელ კანონმდებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ბარაკ ობამას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიეღო.