საქართველოს ოთხ რეგიონის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იმერეთის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მთავარ სამმართველოებს ახალი უფროსები ეყოლებათ.
"საპატრულო პოლციიის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იქნება ზაალ ფუტკარაძე. აჭარაში ამავე თანამდებობას დავით მამულაშვილი დაიკავებს. ცვლილებაა მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მთავარ სამმართველოებშიც, სადაც უფროსის პოსტს, შესაბამისად თემურ კუპატაძე და კახაბერ ბუხრაძე დაიკავებენ", - აცხადებენ შსს-ში.