რუსეთი ვერ მოახდენს ნატო-ს წვრთნების გახშირების იგნორირებას

რუსეთი ვერ მოახდენს ნატო-ს წვრთნების გახშირების იგნორირებას

რუსეთი ვერ მოახდენს ჩვენს საზღვართან ნატო-ს წვრთნების გახშირების იგნორირებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივან სოლტანოვსკი "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის კავშირების გადატვირთვაა საჭირო.

"არსებობს ნორმალური და ჯანსაღი პრინციპები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. მათ შორისაა, უსაფრთხოების პრინციპი. როდესაც ჩვენ ვხედავთ სწავლების რიცხვის გაზრდას ჩვენს საზღვრებთან ახლოს, ეს არის იმის დადასტურება რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნაკლები ნდობაა", - განაცხადა ივან სოლტანოვსკიმ.