თერჯოლის გამგებელმა 30 000 ლარიანი ავტომობილი იყიდა და სერიით TE 041 RJ დადის

თერჯოლის გამგებელმა 30 000 ლარიანი ავტომობილი იყიდა და სერიით TE 041 RJ დადის

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30 000 ლარად ღირებული "Mitsubishi Pajero“-ს მარკის ავტომანქანა შეიძინა. "ქუთაისი თუდეის" ინფორმაციით, ავტომანქანა ქუჩებში- სახელმწიფო ნომრით-TE 041 RJ გადაადგილდება.

თერჯოლის გამგებელ თემურ ჯაფარიძის განცხადებით, თერჯოლის გამგებელს ავტომანქანა არ ჰყავდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ახალი მანქანის შეძენა.

"მერე რა მოხდა, არ შეიძლება, რომ გამგეობამ ახალი მანქანა შეიძინოს? რატომ დაეძებთ ეს ჟურნალისტები? რა გინდათ? სხვა ქვეყანაში არ ყავთ მანქანები“,-განაცხადა თემურ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება სანომრე ნიშანს TE 041 RJ, გამგებლის თქმით, მას ასე უნდოდა და ასე გააკეთა.