სასურველია, რომ ქალებს ჰქონდეთ უფრო მეტი როლი წარმომადგენლობით ორგანოებში

სასურველია, რომ ქალებს ჰქონდეთ უფრო მეტი როლი წარმომადგენლობით ორგანოებში

ქალთა როლის ზრდა პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რასაკვირველია, მისასალმებელია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი სტუმრობდა, მას ჰქონდა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც განხილვის თემებს შორის ერთ-ერთი პირველი, რომელიც წამოიჭრა, იყო საარჩევნო სისტემის რეფორმირება.

"ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასურველია სისტემის მოდიფიცირება და ისე სამართლიანად წარმართვა ქვეყნის მასშტაბით, რომ ქალებს ჰქონდეთ უფრო მეტი როლი წარმომადგენლობით ორგანოებში, მთელ რიგ საკითხებში გახლავთ ეს თემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. რასაკვირველია, მათ უკეთესად იციან, რომელი ფორმა, ვარიანტი იქნება უკეთესი ქალებისთვის, თუმცა ზოგადად ქალთა როლის ზრდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რასაკვირველია, მისასალმებელია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ", - განაცხადა ელჩმა.