მთავრობა ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას აცხადებს, თუმცა მათი მოქმედება სრულიად საწინააღმდეგოა

მთავრობა ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას აცხადებს, თუმცა მათი მოქმედება სრულიად საწინააღმდეგოა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 2015 წელს ავტომობილების შესაძენად 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მისი თქმით, მთავრობა ბოლო კვირეების განმავლობაში აცხადებს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, თუმცა მათი მოქმედება სრულიად საწინააღმდეგოა.

"2015 წელს, საქართველოს მთავრობამ, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოყო თანხა და შეიძინა 4 მილიონ 7 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილები. ამ ნაბიჯს კი ამართლებენ, რომ თითქოს გარკვეული კონფერენციის ფარგლებში მათ სტუმრების მომსახურებისთვის სჭირდებათ აღნიშნული ავტომობილები. ასევე გამოყოფილია იაპონიის გრანტი 4 მილიონ 200 ათასი დოლარის ოდენობით ეკო მანქანების შესასყიდად. ერთი რომ მათ შეეძლოთ გრანტის დანიშნულება შეეცვალათ, ამაზე არ იმუშავეს და ხდება დაახლოებით მთლიანობაში ჯამში 14 მილიონის ავტომობილების შეძენა საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაშინ როდესაც ახალი იაპონური მანქანების გამოყენება შეეძლოთ იმ კონფერენციისთვის, რომელსაც საფუძვლად იდებენ ამ დამატებით ახალი ავტომობილების შესაძენად", - განაცხადა მელიქიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა გაურბის დებატებს, გაურბის პასუხისმგებლობას, მათ საერთოდ არ გააჩნია გეგგმა და არ წამოუდგენიათ ხალხისთვის.

"მთავრობა არ ენახვება ხალხს, ხალხი დაენახვება მას 21 მარტს", - აღნიშნა მელიქიშვილმა.