პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, შედგა გაცნობითი ხასიათის სასარგებლო შეხვედრა, სადაც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
"ჩვენი შეხვედრა არმაზ ახვლედიანის განცხადებამ დააჩქარა, რომელიც არაკორექტული განცხადება იყო", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ.
ნინო გვენეტაძეს თავად ფრაქცია "ქართული ოცნება" ჯერ არ შეხვედრია. არსებული ინფორმაციით, ფრაქცია ქართული ოცნების ფორმატში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება.