უმრავლეობის ზოგიერთ დეპუტატს ჰქონდა გარკვეული პოზიცია პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით

უმრავლეობის ზოგიერთ დეპუტატს ჰქონდა გარკვეული პოზიცია პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით

პრეზიდენტის აპარატს დავუკავშირდით და პრეზიდენტთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს 13:00 საათზე იყო დაგეგმილი, გარკვეული ვადით, ცოტა ხნით, გადაიდო , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.

ამასთან, საგანელიძის განმარტებით, "უმრავლეობის ზოგიერთ დეპუტატს ჰქონდა გარკვეული პოზიცია პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით".

დავით საგანელიძის ცნობით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის თემაზე იყო დაგეგმილი.

"არსებობს სერიოზული თემები, რომელიც ახლა მოითხოვს გადაწყვეტას. უხლოეს დღეებში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის საკომიტეტო სხდომის ჩატარებას ვგეგმავთ. პარასკევს საკომიტეტო სხდომაზე მოწვეულია მთავრობის ეკონომიკური გუნდი, მინისტრები. რაც შეეხება აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემას, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და, რაზეც მუდმივად უნდა გვქონდეს საუბარი. ვთქვით, რომ ახლა, დღეს ამ თემაზე პრეზიდენტთან ფრაქციების ხელმძვანელის შეხვედრა გადაიდოს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შევათანხმეთ", - აცხადებს დავით საგანელიძე.

პრეზიდენტთან შეხვედრის გადადება დავით საგანელიძის კაბინეტში ცოტა ხნის წინ გადაწყდა, სადაც უმრაველობის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. შეხვედრაში მონაწილეობდა დავით უსუფაშვილიც.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გოგი თოფაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უმრავლესობის პრეზიდენთან შეხვედრის გადადების მიზეზი ის არის, რომ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა და შესაბამისი სამართლებრივი აქტი პარლამენტმა უკვე მიიღო.

"უმრავლესობის მხრიდან იყო მოსაზრება იმისა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გამართულიყო. თუმცა რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა დანიშნა, ამის გამო ჩვენ თავს ვიკავებთ შეხვედრისგან", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გოგი თოფაძემ.