ფილიპ ჰამონდი:  რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას საფრთხეს უქმნის

ფილიპ ჰამონდი: რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას საფრთხეს უქმნის

რუსეთი საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა განაცხადა.

"პრეზიდენტ პუტინის ქმედებები - ყირიმის არალეგიტიმური ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მიზნით რუსი სამხედროების გაგზავნა - აღმოსავლეთ ევროპის სუვერენული ქვეყნების უსაფრთხოებას ძირს უთხრის", - განაცხადა ჰამონდმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არ სურს მიჰყვეს საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს მშვიდობის შესანარჩუნებლად, და ცდილობს მათ განადგურებას. მანამდე, ფილიპ ჰამონდმა აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინის კონფლიქტის მიმართ პოლიტიკის ცვლილება ამ დრომდე არ შეინიშნება. მისივე თქმით, უკრაინაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდეს.