საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.