მოსკოვში, შსს-ს მუზეუმში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს

მოსკოვში, შსს-ს მუზეუმში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს

მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუზეუმში, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო "მასკვა" სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაწყრდნობით იტყობინება.

"ადგილზე გაგზავნილია ყველა ოპერატიული სამსახური. მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესი" , - წერს სააგენტო.

მოსკოვის პოლიციის პრესსამსახური ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური მუზეუმი მოსკოვში, სელიოზნევის ქუჩაზე მდებარეობს. იგი 1981 წელს გაიხსნა.