აღმოსავლეთ უკრაინიდან პრორუსმა მებრძოლებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს

აღმოსავლეთ უკრაინიდან პრორუსმა მებრძოლებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს

აღმოსავლეთ უკრაინიდან პრორუსმა მებრძოლებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი გაიყვანა სამთავრობო ჯარებმაც. როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, 15 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 64 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დაპირისპირებული მხარეები აცხადებენ, რომ სამშვიდობო პროცესები დაწყებულია, თუმცა, მიუხედავად პროგრესისა, დონბასში საბრძოლო მოქმედებები პერიოდულად მიმდინარეობს.