უკრაინა არ არის რუსეთის ერთადერთი სამიზნე, საფრთხე ემუქრება საქართველოსაც, - ამის შესახებ ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში, მაიკლ ჩეჩირე Foreign Policy-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
"საქართველომ სწრაფად მოძებნა რუსეთის რეგიონული დომინანტობიდან გაქცევის გზა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებით და მოიპოვა რეპუტაცია, როგორც ენთუზიაზმით სავსე და სანდო დასავლელმა პარტნიორმა. დასავლეთის სიმშვიდე, მაშინ როდესაც სახეზეა რუსეთის მხრიდან ტერიტორიული აგრესია, ახლა იწყებს ეფექტის მოხდენას", - წერია სტატიაში.
ანალიტიკოსის თქმით, მაშინ როდესაც საქართველო ათწლეულების განმავლობაში ღვარძლს განიცდიდა რუსეთის მხრიდან და მაშინ როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, გარკვეული ჯგუფები სვამენ კითხვას შეინარჩუნონ თუ არა მაინც დასავლეთთან კავშირები და ღირს თუ არა ამის გაკეთება. მაიკლ ჩეჩირეს თქმით, თანდათან უფრო მეტი ქართველი ფიქრობს ამას. სტატიაში ასევე მიმოხილულია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ევროალტალნტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართ.
მაიკლს ჩეჩირეს მოჰყავს ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი სერიის სცენარი, როდესაც ქორწილის დროს გამოაცხადებენ, რომ საქართველომ მიიღო მაპ-ი. ამას ანალიტიკოსის თქმით, დარბაზში მყოფები ოვაციებით ხვდებიან, ერთმანეთს ულოცავენ, თუმცა, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ასევე ზეიმობს, მოულოდნლად კითხულობს: რა არის მაპ-ი? ამგვარად ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს მოსახლეობა ამ საკითხისადმი უფრო მეტად ემოციურადაა განწყობილი, ვიდრე კარგად არის ინფორმირებული.
სტატიაში მოყვანილია გასული წლის აგვისტოში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევა. როგორც მაიკლ ჩეჩირე წერს, ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თანდათან უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, რაც მოსკოვის ინიციატივით შექმნილი ევროკავშირის "ალტერნატივაა". "მოსახლეობის 20-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანების იდეას, ეს მაჩვენებელი 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 2014 წლის შუა პერიოდამდე 11-დან 16 პროცენტამდე გაიზარდა" - წერია სტატიაში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამ ტენდენციაზე პასუხი შესაძლოა იყოს არასამთავრობო სექტორში პრორუსული ჯგუფების მომრავლება. მაგალითად, როგორიცაა "ევრაზიული ინსტიტუტი", "ევრაზიული არჩევანი" და "დედამიწა ჩვენი სახლია".
ანალიტიკოსი საუბრობს ეკლესიაზეც და აღნიშნავს, რომ 2013 წლის შუა პერიოდში, ეკლესიის წევრები თბილისის ცენტრში სექსუალურ უმცირესობათა წინააღმდეგ მერბძოლთა წინა ხაზზე იყვნენ. "ეკლესიის წარმომადგნელები ამართლებდნენ ქართველ მუსლიმანთა წინააღმდეგ თავდასხმებს და პროტესტს.
ამასთან, ეკლესიის ლიდერები დასავლეთს "რუსეთზე უარესს" უწოდებდნენ და ზოგჯერ 2008 წლის რუსეთის შემოჭრას დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ ინტერვენციად აფასებდნენ. მსგავსი ენა საქართველოს ევრაზიული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოძახილია" - წერს ჩეჩირე.
ანალიტიკოსი ახსენებს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ანტიდასავლური იდეოლოგიით გამოირჩევა. "2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მიღმა მყოფი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსების რიცხვი გაიზარდა და გახდა გამოცოცხლებული პოლიტიკური ძალა. ერთ დროს დასავლეთის მხარდამჭერმა, ახლა პრორუსული პოლიტიკის აგიტატორმა, ნინო ბურჯანაძემ შექმნა პოლიტიკური კოალიცია, რომლის მიზანს ევროატლანტიკური კონსენსუსისგან საქართველოს გაყვანა წარმოადგენდა. საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2013 და 2014 წლებში, ბურჯანაძემ შეძლო ამომრჩეველთა 10 პროცენტის მხარდაჭერის მოპოვება. პოპულისტურმა პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" კი 2014 წლის ივნისის არჩევნებში 5 პროცენტი მოიპოვა", - წერს ანალიტიკოსი.
მაიკლ ჩეჩირეს თქმით, თუ ეს რიცხვები შენარჩუნდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულიად განსხვავებული კურსის მატარებელ მთავრობას შექმნის.