პროკურატურის ახალი დეპარტამენტი 20-კაციანი რესურსით ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებს

პროკურატურის ახალი დეპარტამენტი 20-კაციანი რესურსით ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებს

უშიშროების ყოფილი მინისტრი, სამართლისა და პოლიტიკის დოქტორი ჯემალ გახოკიძე მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენის შექმნასთან დაკავშირებით, გაზეთ „ალიას" ესაუბრა.

„ისეთი განწყობაც არ უნდა შევიქმნათ, რომ ერთ წელიწადში ყველას დაუბრუნდება წართმეული ქონება. ეს ცრუ წარმოდგენაა და არარეალურია. პროკურატურა ძალიან ოპტიმისტურად უყურებს ახალი დეპარტამენტის შექმნას და ძალიან იმედიანად არიან. მინდა პროკურატურის თანამშრომლებს მეგობრულად ვურჩიო, რომ ორგანიზაციულად ამ პრობლემის მოგვარება 20, თუნდაც 40 და 60 გამომძიებლით შეუძლებელია. ამ ვეებერთელა პრობლემას ვერ მოაგვარებენ, რესურსი არ ეყოფათ. მათ ვურჩევდი, მოითხოვონ ძალიან სერიოზული შტატები. გარდა ამისა, წარსულიდან მონახონ გამომძიებლები- წესიერი ხალხი ყველა ეპოქას ჰყავდა, ძალიან ბევრს აქვს დიდი გამოცდილება და სუფთა წარსული. ასევე ვურჩევ პროკურატურას, მოახდინონ ორგანიზაციული ცვლილებები. საქართველოს ათივე რეგიონის სამხარეო პროკურატურაში უნდა შეიქმნას ამ ახალი დეპარტამენტის დანაყოფი, წარმომადგენლობა. ეს პროცესს დააჩაქარებს და გამოძიებას ეფექტურს გახდის. 20 კაციანი სტრუქტურა ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებს", - აცხადებს გახოკიძე.