პრეზიდენტს მმართველ კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი შეხვდება

პრეზიდენტს მმართველ კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი შეხვდება

დღეს პრეზიდენტს მმართველ კოალიციაში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა , უმრავლესობის წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როცა სახელმწიფოს მეთაური სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს ხვდებოდა, თუმცა მისივე განმარტებით, აქამდე მმართველი უმრავლესობის გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა პარლამენტის გადატვირთული დღის წესრიგის გამო ვერ მოხერხდა.

ამასთან, ხიდაშელისთვის პრეზიდენტთან საუბრის კონკრეტული დღის წესრიგი უცნობია. როგორც დეპუტატი აცხადებს, შეხვედრისას ვარაუდოდ ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრებენ. თავად თინა ხიდაშელი გიორგი მარგველაშილთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. დეპუტატის ინფორმაციით, პრეზიდენტთან "რესპუბლიკელების" მხრიდან დავით ბერძენიშვილი იქნება წარმოადგენილი.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარებაა.