„თავისუფალი დემოკრატები" პრეზდენტის მიერ რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ.
„თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში თარიღისა და ფორმატის შესახებ სპეციალურ განკარგულებას გამოსცემს.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ იგი ძალიან რაციონალურად, სწორად და ადეკვატურად აღიქვამს არსებულ ვითარებას და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს ამ ვითარების მოსაგვარებლად," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.