როგორც ჩანს,

როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილები შემცირდება და მათ ადგილს ანტიდასავლური დეპუტატები დაიკავებენ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას რუსეთის საკითხი აღელვებს, - ამის შესახებ კავკასიის საკითხების ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირი Foreign Policy-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

"არის ძალიან ბევრი აქტიური პრორუსული ჯგუფები, ასევე ათასობით ადამიანი გამოდის დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ", - ამის შესახებ, მაიკლ ჩეჩირეს თქმით, თავად ალასანიამ განუცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, ალასიანია წუხს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.

მისივე თქმით, ალასანიას პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა", რომელიც ახლა საპარლამენტო ოპოზიციაშია, მმართველი "ქართული ოცნების" კოალიციის რიგები შეამცირა. "ქართულმა ოცნებამ", რომელიც თანდათან კარგავს პოპულარობას ერთ დროს იმედიანად განწყობილ ამომრჩეველში, მოახერხა, გეოპოლიტიკურ პრაგმატიზმსა და ევროატლანტიკურ ენთუზიაზმს შორის დანის წვერი გაეტარებინა. თუ ასე გაგრძელდა, 2016 წლის პარლამენტი იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული დღევანდელი პარლამენტისგან. როგორც ჩანს, პროდასავლური ოპოზიციის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 51 ადგილი ნახევრით ან მეტად შემცირდება. მის ადგილს კი დაიკავებენ ღიად ანტიდასავლური დეპუტატები ბურჯანაძის კოალიციიდან და "პატრიოტთა ალიანსიადან", - წერს ანალიტიკოსი.

მაიკლ ჩეჩირეს მიაჩნია, რომ ეს ტენდენციები ღრმა შეშფოთებას გამოიწვევს. მისი თქმით, საქართველოც კი, რომელიც ცდილობდა, დასავლეთსა და მოსკოვს შორის ორიენტაცია გაეცალკევებინა, რუსეთის დომინანტობის მორევში ჩაეშვება, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის შემთხვევაში.

"ეს კი კავკასიის რეგიონზე რუსეთის გეოსტრატეგიულ მეთაურობას, ტრანსევრაზიულ ენერგეტიკასა და სავაჭრო ბრუნვაზე რუსეთის მონოპოლიას გამოიწვევს", - წერს ანალიტიკოსი.

მაიკლ ჩეჩირე ასევე საუბრობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გასული წლის ივნისში ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, რაც მისი თქმით, მისასალმებელია. აგრეთვე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე, რაც სამომავლოდ უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს.

ჩეჩირის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილ ჯილდოს წარმოადგენს ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა.

"ნათელია, რომ საქართველოს პროდასავლური კონსესუსისკენ მიმავალი დღეები იწურება, რუსეთის გავლენა გამოცოცხლებულია მისი პერიფერიების გასწვრივ - აღმოსავლეთ ევროპიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიამდე, საქართველო კი, როგორც ჯილდო, დიდი ხნის სურვილს წარმოადგენს", - წერს ანალიტიკოსი. მაიკლ ჩეჩირის თქმით, მოსკოვი საქართველოს დაბრუნებას ყველა ხერხით ცდილობს.