ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთიანი არმიის შექმნის რეალურ შესაძლებლობებს ვერ ხედავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთიანი არმიის შექმნის რეალურ შესაძლებლობებს ვერ ხედავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერკი ტუომიოია ევროკავშირის ერთიანი არმიის შესაქმნელად რეალურ შესაძლებლობებს ვერ ხედავს. 

მისი განცხადებით, ევროკავშირს ასეთი არმიის შესაქმნელად რესურსები და შესაძლებლობები არ გააჩნია და ეს პროექტი არ არის რეალისტური - ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ მომავალში ვერ შეძლებს ევროკავშირის ერთიანი არმია მთლიანად შეცვალოს ცალკეული ქვეყნების შეიარაღებული ძალები. თუმცა, ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების კონტურებზე საუბრებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვანს უწოდებს.

ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინციატივის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.