საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ზანიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ეუთო-სთანამშრომლობის საკითხებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.
ვიზიტის ფარგლებში ზანიერი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქრთველოში 11 მარტამდე გაგრძელდება.