ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია

ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია

ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 
მათივე ინფორმაციით, დაღუპულები ნიუ-ჯერსის პროზექტურაში გადაასვენეს. 

"ნიუ-ჯერსში საქართველოს გენერალური კონსული და სამხედრო ატაშე ჩავიდნენ. მათ ადგილზე გაარკვიეს ვითარება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნიუ-ჯერსში ავარია გუშინ გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.

ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ამჯამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.