ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოვალეობის შემსრულებელმა  ვეფხია ჩალადაშვილმა განუცხადა, ქართველი კურსანტები ნიუ-ჯერსში სამხედრო აკადემიაში სწავლობდნენ. მათი ასაკი 20-23 წელია.

"დაღუპულების ვინაობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს", - აღნიშნა ჩალადაშვილმა.

მისივე თქმით, იგი ამჟამად ვაშინგტონიდან ნიუ-ჯერსში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება და დამატებით დეტალებს ადგილზე გაარკვევს.

დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა.

ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა.