აშშ-ში საქართველოს საელჩო ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალებს სწავლობს. "ამერიკაში საქართველოს კონსული და სამხედრო ატაშე ამ წუთებში იმ ადგილას მიემართებიან, სადაც დღეს ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა, დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა.
ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა.