უნდა დავადგინოთ, რამდენად კანონიერად ფლობდნენ განცხადების ავტორები აღნიშნულ ქონებას

უნდა დავადგინოთ, რამდენად კანონიერად ფლობდნენ განცხადების ავტორები აღნიშნულ ქონებას

მთავარი პროკურორმა გიორგი ბადაშილმა განაცხადა, რომ ქონების ჩამორთმევაზე შემოსულ 697 საჩივარზე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი გამოძიებას პარალელურ რეჟიმში დაიწყებს.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი ისეთი პროკურორებით დაკომპლექტდა, ვისზეც არცერთ სამართალდამცავ უწყებაში პრეტენზია არ არსებობს.

„გარდა ქონების ჩამორთმევისა, ჩვენ უნდა დავადგინოთ, რამდენად კანონიერად ფლობდნენ განცხადების ავტორები აღნიშნულ ქონებას. ამის შემდეგ, ჩვენ უკვე სამართლებრივ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საქმეების შესწავლა დაიწყება იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც დღეს ამ დეპარტამენტს გააჩნია. გამოძიებები პარალელურ რეჟიმში არ იმართება, შესაბამისად, თითოეულ საქმეს დასჭირდება ის დრო, რაც მტკიცებულებების შესაკრებად იქნება აუცილებელი, რაც საქმის ლოგიკურ სამართლებრივ დასრულებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ბადაშვილმა.