რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვითარება ევროპამ არასათანადოდ შეაფასა. თუმცა, ამისგან განსხვავებით უკრაინის კრიზისი კიდევ უფრო მძიმე ეპიზოდია, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კარლ ბილდტი "Europe s World"-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის რევიზიონიზმი ყირიმის ანექსიით ან დონბასის რეგიონის დაკავებით დასრულდეს", - წერს ბილდტი. მისივე თქმით, თუ ევროკავშირი ახლა რუსეთის ქმედებებს არ შეეწინააღმდეგება, სოლიდარობას, რის შედეგადაც ევროკავშირი შეიქმნა, სერიოზული საფრთხე შეექმნება. შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში უპირველესი ადგილი უნდა დაეთმოს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.