საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საგანგაშოს უწოდებს.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და საზოგადოების წევრებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ბაქრაძის თქმით, აბაშიძის განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
,,რაც მოვისმინეთ ეს გახლავთ საგანგაშო, ვინაიდან როგორც ჩანს, ასახავს რეალურ განწყობას საქართველოს მომავალთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას, რომ ჩვენი ამოცანა არ არის დღეს და ხვალ ნატოში გაწევრიანება, ფუნდამეტურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ქართული სახელმწიფო აკეთებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ევროპული ინტეგრაციის კუთხით ეს არის საგანგაში და მე მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც პრეზიდენტს და მთავრობის დანარჩენ წევრებს მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ რუსეთთან საჭიროა სიფრთხილე, რომ საქართველოს გასწვრივ რეგიონში სიტუაცია დღეს არის დაძაბული და რთული, მაგრამ აბსოლიტურად დაუშვებელია რუსეთის სიამოვნების გამო საქართველომ გადაკვეთოს მთავარი წითელი ხაზი და უარი თქვას საკუთარ ეგზისტენციალურ ინტერესზე. საკუთარ დაცულობაზე და საკუთარ ხვალინდელ უსაფრთხო ევროპულ მომავალზე. Eის რაც დღეს მოვისმინეთ მთავრობის მხრიდან საგანაგაშო გახლავთ და ასახავს სიმპტომებს დღევანდელი ხელისუფლების და მთავრობის, რომლის თვალშიც ევროპულობა და ნატოს სასარგებლო არჩევანი გახლავთ საზოგადოების მიმართ გამოხატული რიტორიკა და რომელიც შინაარსით აბსოლიტურად არ არის ევროპული ხასიათის. ეს არის ჩვენი მთავარი შეშფოთების მიზეზი და ის რაზეც ორი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. საქართველოს ჰყავს პროევროპული მთავრობა, ვინაიდან იძულებულია ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ ამ მთავრობის შინაარსი და მათი რეალური ხედვა ძალიან შორს დგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისგან. დღეს, ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა. Eეს არის საგანგაშო და მინდა მოვუწოდო ყველას მკაფიოდ დააფიქსირო საკუთარი პოზიცია"", _განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.
ამის შესახებ აბაშიძემ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.