აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ერთად მარტში დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.
ჩირიკბას განცხადებით, აფხაზეთის დელეგაცია ჟენევის დისკუსიებზე ევროკავშირთან სავიზო პოლიტიკის საკითხის წინ წამოწევას აპირებს. ასევე იგეგმება აფხაზური განათლების, ქორწინების, განქორწინებისა და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების საკითხზე მსჯელობაც.
ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიტიკური კუთხით პროგრესი ჯერ არ შეიმჩნევა, ვინაიდან ჟენევის დისკუსიის მონაწილე მხარეებს შორის კვლავ აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა.