უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს მოუწოდებს, დებალცევოში არსებული ვითარების იგნორირება არ მოახდინონ.
ამის შესახებ, "ლიგა.ნეტ"-ის ცნობით, პოროშენკომ დასავლელ ლიდერებს და რუსეთის პრეზიდენტს დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
"ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერებმა ტელეფონით დონბასში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს.
"მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას მუშაობაში ხელი უნდა შეუწყოს ყველა მხარემ. მათ უნდა მიეცეთ დონეცკის აეროპორტის, გორლოვკას, პერვომაისკის, შიროკინოს და იმ ტერიტორიების დათვალიერების შესაძლებლობა, სადაც ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს", - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.