დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას არ აპირებს. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღეების საკითხი, ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება.
"ჩვენც ხომ ვიცით, რომ ეს არ არის დღეების და თუნდაც ერთი და ორი კვირის საკითხი, ეს არის პროცესი. რა თქმა უნდა, საგარეო ვექტორი არ იცვლება და მემგონი ნათლად თქვა ბატონმა აბაშიძემ, რომ საუბარია ამ შეხვედრების დროს იმ დღის წესრიგზე, რომელიც დღეს იხილება და დღეს არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი. ნატოს-თან საქართველოს თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესი იცით, რომ მიმდინარეობს თანმიმდევრულად",-განაცხადა ბესელიამ
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერი-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის ფორმატში მსგავს თემებზე საუბარი არ არის და ამიტომ თებერვლის ბოლოს დაგეგმილ მორიგ რაუნდზე საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის საკითხის განხილვა არ იგეგმება.