ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2008 წლამდე მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიებისთვის გადასახადების კუთხით შეღავათის დაწესება ეკონომიკურ საბჭოზე გადაწყდა.
მინისტრის განმარტებით, პრობლემა კონკრეტული კომპანიის მაგალითზე არ განხილულა, რადგან მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას აქვს.
კვირიკაშვილის განმარტებით, საგადასახადო შეღავათები იმ კომპანიებს შეეხებათ, ვისაც 2008 წლამდე აქვს მიღებული მშენებლობის ნებართვა, თუმცა ობიექტი დასრულებული არაა.
„ეს გამოიწვევს იმას, რომ ბევრი ასეთი ობიექტის მშენებლობა განახლდება. ბევრ ობიექტს შეიძლება უკვე პარტნიორიც გამოუჩნდეს, რომელიც მშენებლობას დაასრულებს და ეს უდავოდ წაადგება მშენებლობის პროცესის გამოცოცხლებას. ჩვენ სისტემურად შევაფასეთ ეს პრობლემა, განვიხილეთ ეკონომიკურ საბჭოში და მივირეთ დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან ვთვლით, რომ ასეთი ტიპის უამრავ კომპანიას სხვა გამოსავალი არ გააჩნია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.