ევროკავშირი კიდევ ერთ ქვეყანასთან - კოსოვოსთან აპირებს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. დოკუმენტის ხელმოწერა მაისში იგეგმება. ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა პრიშტინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ჰანის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს კოსოვოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ გაატაროს საჭირო რეფორმები.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. თუმცა, სერბეთი დღემდე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროკავშირის 23-მა წევრმა ქვეყანამ, ასევე აშშ-მა და მსოფლიოს სხვა არაერთმა ქვეყანამ აღიარა.