სამამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება.
ადვოკატები უგულავასთვის აღკვეთს ღონისძიების 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდნენ. პროკურატურა კი მიუთითებდა, რომ უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.