გია სოსანაშვილის ოჯახის წევრების მტკიცებით, სოსანაშვილს მძიმე დაავადება აქვს

გია სოსანაშვილის ოჯახის წევრების მტკიცებით, სოსანაშვილს მძიმე დაავადება აქვს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულს თავის ტვინის სიმსივნე აქვს.

ოჯახი წევრების თქმით, აღნიშნული დიაგნოზის შესახებ მათ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყვეს.

"ჩემი შვილი მიმალავდა, რომ ეს დაავადება სჭირდა, თუმცა დაკავებმადე ორი თვით ადრე თაროდან გადმოვარდა ენცეფალოგრამა და სხვა სამედიცინო საბუთები. სწორედ იქ წავიკითხე, რომ ჩემს შვილს თავში სიმსივნე ჰქონდა. დავუკერე კიდეც ტელეფონზე და ვუთხარი, რომ მისი დაავადების შესახებ გავიგე. ამის თაობაზე ჩემი მეუღლისთვის არ მითქვამს, ისედაც შეუძლოდაა და არ მინდოდა, ენერვიულა. გია მთელი წლის განმავლობაში წამლებს სვამდა", - აცხადებს ბრალდებულის დედა დარეჯან სოსანაშვილი.

დაკავებულის დის, ლია სოსანაშვილის თქმით, აღნიშნული დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს და ეს სამედიცინო დასკვნები სასჯელაღსრულების დაწესეულებაში დღეს უკვე წარადგინეს.

"სამედიცინო დასკვნა სასჯელაღსრულების დაწესებულბაში უკვე მივიტანე, ალბათ გამოკვლევებს იქაც ჩაუტარეენ. ჩემს ძმას თავში კისტა აქვს. თუმცა, კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულაბში და რომელ პროფესორთან მკურნალობდა, ზუსტად არ მახსოვს", - აცხადებს ლია სოსანაშვილი.

ბრალდებულის და ეჭვვეშ აყენებს ჩატარებული დნმ-ის პასუხსაც და ამბობს, რომ სოსანაშვილს სხვადასხვა ვითარებაში 2-ჯერ აუღეს დნმ-ის ანალიზი, რაც აღნიშნული ექსპერტიზის პასუხის სერიოზული ეჭვის საფუძველს ქმნის. ლია სოსანაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე გახსნილი არ არის.

"ჩემი ძმა დააკავეს, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებე, რომ ეს საქმე გაუხსნელია. მინდა მივმართო, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს, რომ მას თვალები აუხვიეს, გარდა ამისა მივმართავ იური ვაზაგაშვილის მეუღლესაც, მოითხოვოს პროკურატურისგან გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია", -აცხადებს ლია სოსანაშვილი.